ცხვრის გულ-ღვიძლის ყაურმა

ერთი ცხვრის გულ-ღვიძლი თავისი ფარით კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ ნაჭრებად. ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ დაჭრილი გულ-ღვიძლი თავისი ფარით და კარგად მოვხრაკოთ ნელ ცეცხლზე. როცა აღნიშნული მასალა მოიხრაკება, დავუმატოთ მარილი, დანაყილი პილპილი, წვრილად დაჭრილი ტარხუნა, ათი წუთი კიდევ ვხრაკოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

მასალა:

გულ-ღვიძლი და ფარი – 1 ცხვრის

ხახვი – 4-5 თავი

ტარხუნა – 7-8 ძირი

მარილი, პილპილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...