ჩიხირთმა

ხახვი დავჭრათ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში; ჩავყაროთ ქვაბში და 30 გრამ კარაქში კარგად მოვშუშოთ. დავასხათ 6 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩავდოთ ქინძი (კონად შეკრული) და ვადუღოთ 5-10 წუთი. დუღილის შემდეგ დავამატოთ ძმარში გახსნილი პურის ფქვილი და მარილი. ამის შემდეგ ვადუღოთ კიდევ 20 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, თანდათანობით ჩავასხათ და კოვზით ვურიოთ ძმარში კარგად ათქვეფილი სამი-ოთხი ცალი კვერცხი. სუფრაზე მიტანის წინ ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში და დავამატოთ 20 გრამი კარაქი.

მასალა:

ხახვი – 300 გრამი

კარაქი – 50 გრამი

წყალი – 6 ჩაის ჭიქა

პურის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი

კვერცხი – 4 ცალი

მწვანილი, ძმარი და მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...