ჩაქაფული ცხვრის ხორცით

ცხვრის ან ბატკნის მსუქანი, ძვლიანი ხორცი დავჭრათსაშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი დაფაროს. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ. როცა წყალი დაუშრება, ჩავყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ. ოხრახუში, ქინძი დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ ხორციან ქვაბში. ავიღოთ ქორფა ტარხუნა, დავჯრათ დიდ ნაჭრებად (დაახლოებით გავჭრათ სამად) და მწვანილთან ერთად ისიც ჩავყაროთ. ნამიანი მწვანილი წყალს გაუშვებს; თუ ეს საკმარისი არ იქნება დავამატოთ ცოტა წყალი და ჩავაყაროთ ახალი ტყემალი. როცა ტყემალი კარგად მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავასხათ თეთრი ღვინო (შეგიძლიათ თითო სადღეგრძელოც შესვათ) და შევაზავოთ მარილითა და წიწაკით.

საჭირო მასალა:

» ბატკნის ხორცი ან ცხვრის ხორცი _ 1 კილო

» ხახვი _ 500 გრამი

» ტარხუნა _ 1 კონა

» მწვანილი _ 5 ძირი

» ტყემალი _ 1 ჩაის ჭიქა

» თეთრი ღვინო _ 1 ჩაის ჭიქა

» მარილი _ გემოვნებით

» წიწაკა _ გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4

Share on Facebook
Facebook
Share this...