შოკოლადის სუფლე

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

არაჟანი – 1 ჩაის ჭიქა; შოკოლადი – 100 გრამი; პურის ფქვილი – 1/2 ჩაის ჭიქა; კვერცხი – 5 ცალი; შაქარი – 200 გრამი.

მომზადების წესი:

ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი, 1 ჩაის ჭიქა არაჟანი და 100 გრამი შოკოლადი ერთად ჩავსასხათ ქვაბში და წამოვადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ,  შევურიოთ 5 კვერცხის გულისა და 200 გრამი შაქრის კარგად ათქვეფილი გოგლი-მოგლი. ბოლოს დავუმატოთ გათეთრებამდე ათქვეფილი ცილა. გამოვაცხოთ იმავე წესით, როგორც სხვა სუფლეები.

წყარო: http://www.restaurant.ge

Share on Facebook
Facebook
Share this...