შილაფლავი აჭარულად

მსუქანი ცხვრის ხორცი ხახვთან და ცხვრის დუმასთან ერთად კარგად მოვშუშოთ. ჩავაყაროთ ქინძი, ოხრახუში, მწვანე ქონდარი, წინასწარ მოხარშული და ცივ წყალში გავლებული ბრინჯი. დავდგათ ნელ ცეცხლზე და ხშირად ვურიოთ, რომ ძირი არ მიეწვას. სუფრაზე მივიტანოთ მჟავე საწებელთან ერთად.

მასალა:

ცხვრის ან ბატკნის ხორცი – 1 კილოგრამი

ბრინჯი – 500 გრამი

ხახვი – 2-3 თავი

მწვანილი – 3-3 ძირი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...