შემწვარი ბადრიჯანი ნივრით და მწვანილით

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ-მრგვალ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, სუფთა ტილო გადავაფაროთ და გავაჩეროთ 1-2 საათი.

ბადრიჯანი ხელით გავწუროთ ისე, რომ ფორმა არ შეეცვალოს, დავაწყოთ ცხიმიან ცხელ ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ მოწითალო ფერის მიღებამდე.

ტაფაზე, რომელზეც ბადრიჯანი შეიწვა, დავასხათ ძმარი, ერთად წამოვადუღოთ, გავწუროთ, დავუმატოთ მარილთან ერთად დანაყილი ნიორი და დავასხათ ლანგარზე დაწყობილ შემწვარ ბადრიჯანს. ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (რეჰანი, ქინძი, კამა, ხრახუში), დაკეპილი ხახვი ან ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

მასალა:

ბადრიჯანი – 1 კილოგრამი

მცენარეული ზეთი – 0,5 ჩაის ჭიქა

ძმარი – 0,5 ჩაის ჭიქა

ნიორი – 7-8 კბილი

რეჰანი – 5 ძირი

მწვანილი – 3-3 ძირი

ხახვი – 1-2 თავი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...