შემწვარი ხახვი ნიგვზით

ხახვი გავასუფთავოთ, დავალაგოთ ტაფაზე და შევდგათ ცხელ აირღუმელში. როდესაც ხახვი შეწითლდება და დარბილდება, გამოვიღოთ, დავჭრათ რგოლებად და დავალაგოთ ლანგარზე.

წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი; გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წმინდად დაჭრილი მწვანილი – ქინძი, კამა, პიტნა, მარილი, ბროწეულის მარცვლები და ასე ავურიოთ. ყველაფერი ეს მოვასხათ დაჭრილ ხახვს, ზემოდან მოვაყაროთ წმინდად დაჭრილი კამა და ბროწეულის მარცვლები.

მასალა:

ხახვი – 0,5 კილოგრამი

ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა

ბროწეული – 1 ცალი

ნიორი – 2-3 კბილი

მწვანილი – 3-3 ძირი

ძმარი, ზაფრანა, სუნელი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...