შემწვარი ღორის ხორცი

მსუქანი ღორის ხორცის მთლიანი ნაჭერი გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი, მოვათავსოთ ტაფაზე (მსუქანი ზემოთ) და შევდგათ ღუმელში შესაწვავად. დროდადრო ზემოდან დავასხათ მისგანვე გამოშვებული წვენი.

შეწვის დროს დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და წყალში დამბალი შინდის ჩურჩა.

შემწვარი ღორის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ, ლამაზად დავაწყოთ ლანგარზე, მოვუწყოთ შემწვარი კარტოფილი და ზემოდან მოვასხათ თავისივე წვენი.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...