შემწვარი კეფალი ნიგვზის საწებლით

ნედლ თევზს მოვაცილოთ ქერცლი, გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ; მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში ან დანაყილ ორცხობილაში და მაშინვე დავდოთ გაცხელებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან. შემწვარი თევზი დავალაგოთ ლანგარზე. დავნაყოთ ნიგოზი, მწვანილი, მარილი, წიწაკა. ეს ყველაფერი გავხსნათ ძმარგარეულ წყალში და მოვასხათ შემწვარ თევზს. სუფრაზე შეიძლება თევზი ცალკე მივიტანოთ და საწებელი ცალკე.

მასალა:

ნედლი თევზი – 1 კილოგრამი

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

კვერცხი – 2 ცალი

მცენარეული ზეთი – 70 გრამი

ძმარი – 0,5 ჩაის ჭიქა

ფქვილი ან დანაყილი ორცხობილა – 2 სუფრის კოვზი

მწვანილი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...