შემწვარი კარტოფილი ხახვით და სოკოთი

1 კგ შემწვარი კარტოფილი, 100 გრ შემწვარი ხახვი, 200 გრ შემწვარი სოკო, 40 გრ ზეთი, 200 გრ კიტრი ან პომიდორი, ოხრახუში ან კამა, მარილი – გემოვნებით.

თავი ხახვი გავფცქვნათ, გავრეცხოთ, დავჭრათ ალყა-ალყა და დავდოთ გახურებულ, ცხიმიან ტაფაზე. შევწვათ ოქროსფერ შეფერილობამდე. დავამატოთ დაჭრილი, მოხარშული სოკო, მოვაყაროთ მარილი და ყველაფერი შევწვათ.

წინა რეცეპტის მიხედვით შემწვარი კარტოფილი გადავიტანოთ სინზე, ზემოდან დავალაგოთ შემწვარი ხახვი სოკოთი, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში ან კამა; კარტოფილს შეიძლება შემოვუწყოთ ნედლი ან მჟავე კიტრი, ან პომიდორი.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...