შემწვარი გოჭი სატენით იმერულად

კარგად გასუფთავებულ გოჭს ამოვაცალოთ შიგნეული, კარგად გავრეცხოთ და ჩავყაროთ მდუღარეში, როცა მოიხარშება, ამოვიღოთ, დავჭრათ ძალიან წვრილად, დავაყაროთ მარილი, შავი პილპილი; მოვხრაკოთ ერბოში. ცალკე მოვხარშოთ მარილწყალში ბრინჯი და შევურიოთ მოხრაკულ შიგნეულს. შევაზავოთ მწვანილით (ოხრახუში, ქინძი, კამა) ყვითელი ყვავილით, მოვათავსოთ გოჭის მუცლის ღრუში, გავკეროთ და წამოვაგოთ შამფურზე. თავი და ფეხები დავამაგროთ კანაფით და შევწვათ ნაკვერჩხალზე.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...