შემწვარი ბატი ან იხვი შინდის ჩურჩით

გასუფთავებული, გარეცხილი, მარილწასმული ბატი ან იხვი შევწვათ ღუმელში, დავჭრათ ნაჭრებად. შინდის ჩურჩა დავალბოთ თბილ წყალში; დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ერბოში, ჩავყაროთ შიგ დამბალი გაწურული ჩურჩა, დავასხათ წყალი და ვადუღოთ; დუღილის შემდეგ ჩავაწყოთ შიგ დაჭრილი, შემწვარი ბატი ან იხვი და ერთად წამოვადუღოთ.

მასალა:

ბატი ან იხვი

ხახვი – 4-5 ცალი

შინდის ჩურჩა – 400 გრამი

ერბო – 2 სუფრის კოვზი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...