შემწვარი ბადრიჯანი პამიდვრის საწებლით

ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთუთქოთ, თხელ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ცხიმიან, ცხელ ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან. ხახვი წვრილად დავჭრათ და ცხიმში მოვშუშოთ; მერე მოვაყაროთ პურის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ ქაფცქვნილი, გახეხილი და საცერზე გატარებული პამიდორი და ვხარშოთ 15-20 წუთი. დავუმატოთ წიწაკა, მარილი, დანაყილი ნიორი. ვადუღოთ კიდევ 5-10 წუთი; გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური).

შემწვარი ბადრიჯანი შესაფერ ჭურჭელზე მოვათავსოთ და დავასხათ ზედ გამზადებული საწებელი.

მასალა:

ბადრიჯანი – 1 კილოგრამი

ხახვი – 2-3 თავი

პამიდორი – 500-600 გრამი

პურის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი

ცხიმი – 3-4 სუფრის კოვზი

ნიორი – 2-3 კბილი

მწვანილი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...