შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით

500 გრ ბადრიჯანი, 1-2 თავი ხახვი, 1/2 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1-2 კბილი ნიორი, 1/2 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, 1/2 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, 1/2 ჩაის კოვზი ზაფრანა, ქინძი, ოხრახუში, კამა, ღვინის ძმარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

მთელ-მთელი ბადრიჯანი გავრეცხოთ, შევწვათ ქურაში უცხიმოდ. მოვაცილოთ კანი, დავჭრათ სიგრძეზე რამდენიმე ნაწილად, დავამატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძის თესლი, ხმელი სუნელი, ზაფრანა, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, კამა. შევაზავოთ მარილითა და ღვინის ძმრით, გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...