შემწვარი ან მოხარშული ქამბალა საწებლით

ქამბალა ერთი-ორი საათით დავალბოთ თბილ წყალში, მოვაშოროთ ქაცვი, გადავაძროთ კანი, დავჭრათ ნაჭრებად და მოვხარშოთ მარილწყალში ან შევწვათ ზეთში, ორივე მხრიდან.

ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი ერთად კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ადუღებულ ცივ წყალში, დავუმატოთ ძმარი და ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. თევზი დავაწყოთ ლანგარზე და ზემოდან გადავასხათ მომზადებული საწებელი.

მასალა:

ქამბალა – 1 კილოგრამი

ზეთი – 2-3 სუფრის კოვზი

ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა

ნიორი – 1-2 კბილი

ქინძი – 3-4 – ძირი

ხახვი – 2 თავი

წყალი – 2 ჩაის ჭიქა

ძმარი – 2-3 სუფრის კოვზი

წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...