შამფურზე შემწვარი ბატკანი გულ ღვიძლით

ბატკნის გულ-ღვიძლი ძალიან წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ მარილი და ავურიოთ. გასუფთავებულ, გამოშიგნული, კარგად გარეცხილი ბატკნის მუცლის ღრუში მოვათავსოთ გამზადებული გულ-ღვიძლი, გავკეროთ ძაფით, წამოვაცვათ ხის შამფურზე, დავამაგროთ კანაფით და შევწვათ ნელ ნაკვერჩხალზე, თან ვატრიალოთ. ხანგამოშვებით ჯერ ვუსვათ მარილწყალი, ბოლოს გამდნარი ცხიმი.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...