ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზით (1)

გარეცხილი ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ კონებად და მოხარშეთ მარილწყალში (ძალიან არ გადახარშოთ).

დაფქულ ნიგოზს შეურიეთ: დანაყილი ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და აურიეთ ერთმანეთში. მოასხით ცოტაოდენი ანადუღარი ცივი წყალი იმდენი, რომ სქელი ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. შეაზავეთ წიწაკით, ძმრით და მარილით.

ყვავილოვანი კომბოსტოს თითოეული კონა ამოავლეთ ნიგვზიან მასაში და წრიულად განალაგეთ ბრტყელ თეფშზე. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და ბროწეული მარცვლები.

მასალა:

ყვავილოვანი კომბოსტო – 2 კგ.

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

ნიორი – 4-5 კბილი

ხმელი ქინძი, უცხო სუნელი – თითო ჩაის კოვზი

ყვითელი ყვავილი – 1 ჩაის კოვზი

ქინძი, კამა – თითო პატარა კონა

წიწაკა, მარილი, ძმარი – გემოვნებით

ბროწეული – 1 ცალი

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...