ყვავილოვანი კომბოსტოს ფხალი

ყვავილოვანი კომბოსტო დავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ მდუღარე მარილწყალში და მოვხარშოთ, გადავწუროთ და გავაცივოთ.

დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ზაფრანა, მარილი. ნიგვზიდან გამოვხადოთ ზეთი და ცალკე შევინახოთ. ნიგვზიანი მასალა გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და ავურიოთ მოარშულ კომბოსტოში; მოვათავსოთ თეფშზე, ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და დარჩეული ბროწეული.

მასალა:

ყვავილოვანი კომბოსტო – 1 კილოგრამი

ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა

ნიორი – 2-3 კბილი

მწვანილი – 3-3 ძირი

წიწაკა, მარილი, ძმარი, ზაფრანა – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...