ყავის ნამცხვარი

შემადგენლობა:

კვერცხი – 5 ცალი,

დაფქული ყავა – 3,5 ჩ.კ.

შაქარი – 300გრ.

ფქვილი – 1 ჭიქა,

ნაღების კარაქი – 0,5 ჩ. კ.

კენკრა – 200 გრ.

ოდნავ მარილი.

კრემისთვის:

კვერცხის გული – 4 ცალი,

შაქრის პუდრა – 125 გრ.

რძე – 1 ჭიქა,

კრახმალი – 1 ჭიქა,

შაქარი – 1 ჩ.კ.

მომზადება:

1. ყავის ნახარშში ჩავყაროთ 1,5 ჭიქა წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და მაშინვე ავიღოთ ცეცხლიდან. 3–5 წუთი დავდოთ, შემდეგ გაცხრილოთ. ცალკე გადავდოთ ნახევარი ჭიქა ყავა, დავუმატოთ შაქარი და კარგად მოვურიოთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება. დარჩენილი ყავა კი კრემისთვის შევინახოთ.

2. კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ. ცილა ავთქვიფოთ, სანამ მკვრივ ქაფს არ მივიღებთ. განვაგრძოთ თქვეფა და პარალელურად ჩავასხათ ცხელი ყავა. დავუმატოთ კვერცხის გული და ფქვილი, კარგად მოვურიოთ.

3. ჰაერღუმელი 180 °С-მდე გავახუროთ. გამოსაცხობ პერგამენტიან ფორმას ნაღების კარაქი წავუსვათ, ჩავასხათ მომზადებული მასა და 35 წუთი გამოვაცხოთ.

4. გამომცხვარი გავაგრილოთ და 3 ფენად გავჭრათ.

5. მოვამზადოთ კრემი: შაქრის პუდრა და კვერცხის გული ერთმანეთს ავურიოთ, დავუმატოთ 1 ჭიქა ყავა, რძე და ნელ ცეცხლზე შევათბოთ.

6. დავამატოთ კრახმალი, რომელიც 2 სუფრის კოვზ რძეში უნდა უყოს გახსნილი, და შაქარი.

7. გავაგრილოთ და წავუსვათ ნამცხვარს.

8. ბოლოს ნამცხვარი მოვრთოთ კენკრით.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16

Share on Facebook
Facebook
Share this...