ღორის ხორცი სოკოთი

ღორის ხორცის უცხიმო ნაჭრები დაჭერით , ამოსვარეთ მარილში და შავ პილპილში; ტაფაში მოათავსეთ და შეწვით შეწითლებამდე. გადმოდგით, ტაფაში მოათავსეთ დაჭრილი სოკო ( შეგიძლიათ კონსერვირებულიც)და მოთუშეთ. აიღეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი ღუმელში შესადებად . მასში მოათავსეთ შემწვარი ღორის ხორცი , შემდეგ სოკო და ზემოდან გადაასხით ნაღები. მარილი , შავი პილპილი და ხმელი ქინძი გემოვნებით. გამოაცხვეთ 180° –ზე 30 წუთი. ღორის ხორცი 600გ, სოკო 400გრ, ნაღები – 23%–200მლ. ( არა არაჟანი და არა მაიონეზი).

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...