ქათმის ხარჩო

კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშათ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე მოვხარშოთ გახეხილი პომიდორი. კარგად დავნაყოთ ნიგოზი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი. ყველაფერი ეს გავხსნათ პამიდვრის წვენში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ჩავასხათ წვენში. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი.

მასალა:

ხახვი-5 თავი

პამიდორი-1კგ

ნიგოზი-1ჩაის ჭიქა

ოხრახუში-4ძირი

ქინძი-3ძირი

ყვითელი ყვავილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი-გემოვნებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...