ქათმის ჩახოხბილი კვერცხით

კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ, ჩავაწყოთ ქვაბში და მოვშუშოთ. დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, დავასხათ კარაქი ან ერბო და გავაგრძელოთ შუშვა თავღია ქვაბში 15-20 წუთის განმავლობაში.

პამიდორი გავხეხოთ სახეხზე (ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში), დავასხათ მოშუშულ ქათამს, დავხუროთ ხუფი და ვადუღოთ ხორცის მოხარშვამდე. შემდეგ კარგად გავთქვიფოთ ორი კვერცხი და ნელ-ნელა დავუმატოთ. შევაზავოთ მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა), წიწაკით და მარილით. ამოვიღოთ ლანგარზე. სუფრაზე მიტანის წინ გარშემო შემოვუწყოთ მაგრად მოხარშული თხლად დაჭრილი კვერცხი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

მასალა:

ქათამი

ერბო – 100 გრამი

კვერცხი ნ – 5-6 ცალი

პამიდორი – 1 კილოგრამი

ხახვი – 4-5 მოზრდილი თავი

მწვანილი – 2-2 ძირი

მარილი, წიწაკა – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...