ქათმის სუპი ლიმონით და კვერცხით

კარგად გასუფთავებული საშუალო ზომის ქათამი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, დავამატოთ ხახვი, ჩავაგდოთ შუაზე გაჭრილი ლიმონი და კიდევ ვადუღოთ. ამოვიღოთ მოხარშული ქათამი, ბულიონში კი ჩავყაროთ ატრია ან ვერმიშელი. როცა მოიხარშება გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვიღოთ მოხარშული ლიმონი, სუპში კი შევურიოთ ქინძი, ოხრახუში, კამა, კარგად ათქვეფილი კვერცხის გული და მარილი. სუპიდან ამოღებული ქათამი მივიტანოთ სუფრაზე ცალკე, საწებლით.

მასალა:

საშუალო ზომის ქათამი

ახვი – 3-4 თავი

ატრია ან ვერმიშელი – 100 გრამი

ლიმონი – 1 ცალი

კვერცხის გული – 2 ცალი

მწვანილი – 2-2 ძირი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...