ქათმის ბუღლამა

გასუფთავებული, მსუქანი ქათამი დავჭრათ ნაჭრებად, ქვაბში მოვათავსოთ და ნახევრად მოვხარშოთ.

გარეცხილი, დამტვრეული მწვანე ლობიო მოვხარშოთ მარილიან წყალში. ხახვი ძალიან წვრილად დავჭრათ და ერბოში მოვშუშოთ. პამიდორს კანი მოვაცილოთ, დავჭრათ ნაჭრებად და შევურიოთ მოშუშულ ხახვს.

ნახევრად მოხარშულ ქათამს დავუმატოთ მწვანე ლობიო, პამიდორი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, წიწაკა და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.

მასალა:

მსუქანი ქათამი

ერბო ან კარაქი – 50 გრამი

ხახვი – 3 თავი

პამიდორი – 600 გრამი

მწვანე ლობიო – 300 გრამი

მწვანილი – 2-2 ძირი

წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...