ქათმის ან იხვის ჩახოხბილი ნიგვზით

ქათამი ან იხვი კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ და ჩავდოთ ქვაბში; დავასხათ მარილწყალი და კარგად მოვხარშოთ. დავჭრათ ხახვი, წმინდად დავნაყოთ გამხმარი ქინძი, ნიორი, ნიგოზი, წიწაკა, ყველაფერი ეს კარგად ავლესოთ ძმარსა და ქათმის ნახარშში და მოვასხათ მოხარშულ ქათამს.

მასალა:

ქათამი ან იხვი

ხახვი – 3-4 თავი

ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა

ძმარი – 2 სუფრის კოვზი

ნიორი – 4-5 კბილი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...