ქათამი მწვანე ლობიოთი

საშუალო სიდიდის მსუქანი ქათამი ნაჭრებად დავჭრათ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. თხუთმეტი წუთის შემდეგ დავუმატოთ ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი და ერთად მოვშუშოთ. ჩავყაროთ ჩვეულებრივი წესით დამტვრეული მწვანე ლობიო. დავასხათ იმდენი მდუღარე წყალი, რომ შიგთავსი სანახევროდ დაიფაროს: დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ ლობიო და ხორცი მზად არ იქნება.

ცალკე ქვაბში მოვათავსოთ გაფცქვნილი და გახეხილი პამიდორი, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ არ შესქელდება, მერე დავასხათ ქათამს. დავუმატოთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, მარილი, წიწაკა.

მასალა:

ქათამი

ხახვი – 3-4 თავი

ლობიო (მწვანე) – 700-800 გრამი

პამიდორი – 500 გრამი

მწვანილი – 4-4 ძირი

მარილი, წიწაკა – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...