ქათამი აჭარულად

გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და ვშუშოთ, სანამ სითხე არ ამოშრება. დავაყაროთ ბრტყლად დაჭრილი ხახვი და გავაგრძელოთ შუშვა. როცა ხახვი შეწითლდება, ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი. ქათამს თუ საკმაო სიმსუქნე არა აქვს, დავუმატოთ ერბო და მარილით შევაზავოთ.

მასალა:

ქათამი

ხახვი – 3-4 თავი

სხვადასხვა მწვანილი – 200 გრამი

ერბო – 1 სუფრის კოვზი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...