ქადა (1)

125 გ. შერბილებულ მარგარინს შეაზილეთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი, შეურიეთ 200 გ. სამარხვო მაიონეზი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა, ვანილი გემოვნებით და მარილი დანის წვერით. ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე და გაყავით სამ თანაბარ ნაწილად. მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით. შემდეგ სათითაოდ გააბრტყელეთ, დაფარეთ გულსართით და გადაახვიეთ რულეტივით. ფიგურული დანით დაჭერით ნაჭრებად, მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე და შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე გამოსაცხობად. მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის ფქვილი.

გულსართის მომზადების წესი: 1 ჩაის ჭიქა ფქვილი მოხალეთ, გააციეთ და შეაზილეთ 125 გ. დარბილებული მარგარინი. შეურიეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, დარიჩინი, მიხაკი და ვანილი გემოვნებით. ხელით ასრისეთ კარგად, ბოლოს დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ქიშმიში. გულსართი გაყავით სამ თანაბარ ნაწილად.

მასალა:

სამარხვო მარგარინი – 250 გ.

შაქრის ფხვნილი – 3 ჩაის ჭიქა

ფქვილი – 4 ჩაის ჭიქა

სამარხვო მაიონეზი – 200 გ.

ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, ლომონის ცედრა – გემოვნებით

შაქრის ფქვილი – მოსაყრელად

სოდა – 1 ჩაის კოვზი

მარილი – დანის წვერით

ქიშმიში – 0,5 ჩაის ჭიქა

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...