ტორტი ”ესტერჰაზი”

შემადგენლობა:

ცილები – 8 კვერცხი,

შაქარი – 1 ჭიქა,

კორიცა – მწიკვი,

ნიგოზი – 200 გრ.

ფქვილი – 3 ს.კ.

კრემისთვის:

რძე – 1ჭიქა,

შაქარი – 1 ჭიქა,

კვერცხის გული – 4 ცალი,

ნაღების კარაქი – 300 გრ.

ალუბლის ლიქიორი – 2 ს.კ.

ვანილის შაქარი – 3 ჩ.კ.

გარგარის ან ქლიავის ჯემი – 2 ს.კ.

მოსართავად:

თეთრი შოკოლადი – 200 გრ.

შავი შოკოლადი – 50გრ.

შემწვარი ნაღები – 2 ს.კ.

მომზადება:

1. ავთქვიფოთ ცილები, თითო-თითო კოვზით ჩავამატოთ შაქარი და თან განვაგრძოთ ათქვეფა; უნდა მივიღოთ მდგრადი, პრიალა ქაფი.

2. თხილი დავფშვნათ, ნელ-ნელა დავამატოთ ცილას ფქვილთან ერთად და ავურიოთ ძალიან ფრთხილათ ქვევიდან ზევით მიმართულებით.

3. 24 სმ. დიამეტრის მრგვალი ფორმის დახმარებით პერგამენტზე საჭირო ზომის წრეები ამოვჭრათ და აჩავუფინოთ ფორმას. მასეზე თანაბარ ფენად გავანაწილოთ ცომი. გამოვაცხოთ 160 გრადუს ტემპერატურაზე, სანამ ღია-ყავისფერი არ გახდება, თუ საჭიროა ნაპირები გავუსწოროთ.

4. კრემისთვის ჭიქა რძე შაქართან ავთქვიფოთ, კვერცხის გულთან და ვანილის შაქართან. გაგრილებული რძე ადუღებამდე მივიყვანოთ, მანამდე მიღებული მასა ნელ-ნელა, მცირედი ულუფებით შევურიოთ მდუღარე რძეს, თან მოვურიოთ. კიდევ ერთხელ მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვიღოთ ცეცხლიდან, გავაგრილოთ. ავთვიფოთ კარაქი, თითო-თითო კოვზით ჩავამატოთ კრემში და დავუმატოთ ალუბლის ლიქიორი, ან არაყი.

5. გაგრილებული კრემი წავუსვათ ფენებს, მეექვსე ფენას თხლად წავუსვათ ჯემი. შემდეგ გავადნოთ თეთრი შოკოლადი წყლის აბაზანაზე, შევურიოთ ნაღებს, სანამ ერთგვაროვანი გახდება და დავფაროთ ტორტი, სანამ შოკოლადი ცხელია.

6. როცა ზედაპირი შეშრება, საკონდიტრო შპრიცის დახმარებით მოვაგვირისტოთ შავი შოკოლადის მინანქრით. შევინახოთ ტორტი მაცივარში და მოგვიანებით მივირთვათ.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16

Share on Facebook
Facebook
Share this...