ტკბილი წიწაკა ნიგვზით

მწვანე, ტკბილი წიწაკა ჩავყაროთ მდუღარეწყლიან ქვაბში და მოვხარშოთ, როცა შეგრილდება, წიწაკა გავწუროთ. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, სუნელი, ზაფრანა, მარილი, გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში. ამ მასალაში ავურიოთ გაწურული, მოცარშული წიწაკა. მოვათავსოთ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...