სუპი ტარხუნით, თბილისურად

3-4 ცალი მოზრდილი კარტოფილი გავფცქვნათ, გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ წყალი და მაგრად მოვხარშოთ (უნდა ჩაიშალოს). ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად და რომელიმე ცხიმში (ერბო, კარაქი, ზეთი) მოვხრაკოთ, დავაყაროთ გახეხილი სტაფილო და გავაგრძელოთ მოშუშვა; შემდეგ ჩავასხათ მოხარშული კარტოფილის წვენში და გავაგრძელოთ ხარშვა. ერთი მოზრდილი კონა ტარხუნა გავრეცხოთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად (3-4 ნაწილად). წვრილად დავჭრათ ქინძი, ოხრახუში, კამა, პიტნა და მარილთან და პილპილთან ერთად ჩავყაროთ სუპში.

ბოლოს ჩავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას.

მასალა:

კარტოფილი – 3-4 ცალი

ხახვი – 2-3 თავი

ნიორი – 4-5 კბილი

ცხიმი – 100 გრამი

სტაფილო – 2-3 ცალი

ტარხუნა – 1 კონა

მწვანილი – 3-3 ძირი

კვერცხი – 3-4 ცალი

მარილი, პილპილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...