სუკის მწვადი

მთელი სუკი გავრეცხოთ, მოვაშოროთ ძარღვები, წამოვაგოთ შამფურზე მთელი სიგძით. თავში და ბოლოში მაგრად შემოვახვიოთ ძაფი, წავუსვათ მარილი და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური ხშირად უნდა ვაბრუნოთ, რადგან მწვადი ყოველი მხრიდან უნდა შეიწვას და თან შეინარჩუნოს ის წვენი, რომელიც სუკს აქვს. ასეთნაირად მომზადებული მწვადი შეიძლება შეიწვას ღუმელშიც. სუკი ისე ძალიან არ უნდა შევწვათ, რომ გამოხმეს. გაჭრისას შიგნიდან უნდა მოჟონავდეს ვარდისფერი სითხე. როგორც კი მზად იქნება, მწვადი სუფრაზე მივიტანოთ შამფურით და მოგრძო-მოგრძო, თხელ ნაჭრებად დავჭრად.

საჭირო მასალა:

» სუკი _ 1 კილო

» მარილი _ გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4

Share on Facebook
Facebook
Share this...