სოკო ნიგვზით

სოკო დავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ სიგრძეზე და ჩავყაროთ ცივ წყალში. შემდეგ ხელით მაგრად გავწუროთ, მოვათავსოთ ფიცარზე და დანით წვრილად დავკეპოთ. ასევე წვრილად დავკეპოთ ხახვი. ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ადუღებული წყალი და ვხარშოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. წყალი რომ შეაშრება დავამატოთ ზეთი და ვშუშოთ. შემდეგ გადმოვიღოთ ლანგარზე. მოვაყაროთ წმინდად დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, მარილი, ქინძი, კარგად ავურიოთ და მივიტანოთ მაგიდაზე.

მასალა:

სოკო – 1 კილოგრამი

ხახვი – 4-5 თავი

ზეთი – 3 სუფრის კოვზი

ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა

ქინძი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...