სალათი ცხლად შებოლილი თევზით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

2 ფილე სკუმბრია, 2-3 ც. კარტოფილი, 2 ც. მჟავე კიტრი, 4 ს/კ დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 1-2 ც. სტაფილო, 1/2 ჩ/ჭ მაიონეზი, მწვანე სალათის ფოთლები, კამა ან ოხრახუში.

მომზადების წესი:

კარტოფილი და სტაფილო გარეცხეთ, მოხარშეთ და დაჭერით.

შეურიეთ ერთმანეთს დაჭრილი თევზის ფილე და კიტრი, კარტოფილი და სტაფილო, მწვანე ბარდა, მაიონეზის ნაწილი და ფრთხილად ამოურიეთ.

სალათი ჩადეთ სასალათეში, მოასხით დარჩენილი მაიონეზი, მორთეთ თევზის ნაჭრებით, სტაფილოს რგოლებით, სალათის ფურცლებით და მწვანილის ფოთლებით.

ულუფის რაოდენობა: 4; მომზადების დრო: 25 წუთი

წყარო: http://www.restaurant.ge

Share on Facebook
Facebook
Share this...