რძის შეჭამანდი ხაჭოს ხინკლით

წვრილად დაკეპილი ხახვი მოვშუშოთ კარაქში; ხუთი წუთის შემდეგ ჩავამატოთ თეთრი პურის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ მდუღარე რძე და ამდენივე რაოდენობის წყალი. რძის შეჭამანდი შევანელოთ მარილითა და მცირე რაოდენობის შაქრის ფხვნილით. როცა კარგად ადუღდება, ჩავუშვათ წინასწარ მომხადებული ხაჭოს ხინკლები (მზადდება ისევე, როგორც სუპი ხორცის ხინკლით, მხოლოდ ხორცის მაგიერ ჩაიდება ხაჭო შეზავებული კვერცხით, მარილით და მცირეოდენი შაქრის ფხვნილით). როდესაც ხინკლები მოიხარშება, შეჭამანდი გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევანელოთ წვრილად დაკეპილი ტარხუნითა და დაფქვილი დარიჩინით.

მასალა:

რძე – 800 გრამი

წყალი – 1 ლიტრი

ხაჭო – 500 გრამი

ფქვილი წვენისათვის – 2 სუფრის კოვზი

ხახვი – 2-3 თავი

კვერცხი – 2 ცალი

კარაქი – 50 გრამი

ტარხუნა – 5-6 ძირი

მარილი, შაქარი, დარიჩინი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...