ჟოლოს ტორტი

შემადგენლობა ცომისათვის:

5 კვერცხი

175 გ შაქარი

125 გ ფქვილი

75 გ სახამებელი

1 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი

შემადგენლობა კრემისათვის:

300 გ ჟოლო

100 გ შაქარი

12 გ ჟელატინი

200 გ ხაჭო

600 გ სქელი ნაღები

100 გ ფასტა

მომზადება:

1. კვერცხი და 6 სუფრის კოვზი წყალი შაქართან და მარილთან ერთად თქვიფეთ 7 წუთი.

2. ფქვილს შეურიეთ სახამებელი, ცომის საფხვიერებელი და შაქრიანი კვერცხი.

3. მიღებული ცომი დაასხით საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 2000Ѕ-ზე 12 წთ.

4. 200 გ ჟოლო და შაქარი გახეხეთ, დაუმატეთ დამბალი ჟელატინი, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ.

5. ჟოლოიანი მასა და ხაჭო ათქვიფეთ. შეურიეთ 400 გ ათქვეფილი ნაღები.

6. ბისკვიტი დაჭერით 5 სმ-ის სიგანის

5 ლენტად და წაუსვით კრემი. ერთი ზოლი გადაახვიეთ რულეტივით და შემოახვიეთ დანარჩენი ზოლები. ტორტს ზემოდან მოასხით ნაღები. გააფორმეთ ჟოლოთი და ფასტით.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16

Share on Facebook
Facebook
Share this...