პრასი ნიგვზით

500 გრ პრასა, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1/2 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, 1 ჩაის კოვზი იმერული ზაფრანა, 1/2 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, ღვინის ძმარი, 1 ბროწეული, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

გადარჩეული, გარეცხილი პრასა მოვათავსოთ მდუღარე – წყლიან ქვაბში, შემოვდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ 30-40 წუთის განმავლობაში. გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, როცა შეგრილდება გავწუროთ ხელით, მოვათავსოთ ხის დაფაზე და დავჭრათ წვრილად.

ნიგოზი, წიწაკა და მარილი დავნაყოთ, დავამატოთ იმერული ზაფრანა, ხმელი სუნელი, დანაყილი ქინძის თესლი, ავურიოთ და გავხსნათ ღვინის ძმრით ან ბროწეულის წვენით. მიღებულ მასაში შევურიოთ გამზადებული პრასა, გადავიტანოთ თეფშზე ან ლანგარზე, მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით ან წვრილად დაჭრილი ქინძით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...