ნიგვზით და ბროწეულით გატენილი წვერა

წვერა გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი და გავაჩეროთ ნახევარი საათი.

დანაყილი ნიგოზი, მარილი, წიწაკა, მიხაკი, დარიჩინი, დამარცვლილი ბროწეული, დაჭრილი ხახვი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ამ მასალით თითოეულ წვერას გამოვუტენოთ მუცლის ღრუ, ამოვავლოთ პურის ფქვილში და ორივე მხრიდან შევწვათ ერბოში, ან ზეთში.

მასალა:

წვერა – 1 კილოგრამი

ერბო ან ზეთი – 3-4 სუფრის კოვზი

დანაყილი ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა

ხახვი – 2 თავი

ბროწეული – 1-2 ცალი

პურის ფქვილი – 2 სუფრის კოვზი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...