ნიგვზიანი რულეტი (1)

250 გ. დარბილებულ მარგარინს მოაყარეთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი და დანით აკეპეთ კარგად. ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალს შეურიეთ ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა და მოზილეთ მარგარინის ფქვილი. ცომი მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათით. შემდეგ გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. სათითაოდ გააბრტყელეთ, მოაყარეთ გულსართი და გადაახვიეთ. ორივე რულეტი მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე, ზემოდან გადაუსვით გამდნარი მარგარინი, დაჭერით ნაჭრებად (ბოლომდე ნუ ჩაჭრით) და შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე გამოსაცხობად.

გულსართის მომზადების წესი: ხორცსაკეპში გატარებულ 2 ჩაის ჭიქა ნიგოზს შეურიეთ 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, დარიჩინი და ვანილი გემოვნებით.

მასალა:

სამარხვო მარგარინი – 250 გ.

ფქვილი – 3 ჩაის ჭიქა

წყალი – 0,5 ჩაის ჭიქა

სოდა – 1 ჩაის კოვზი

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

შაქრის ფხვნილი – 1,5 ჩაის ჭიქა

ქიშმიში – 1 ჩაის ჭიქა

ვანილი, დარიჩინი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...