ნესვი ხილის შიგთავსით

ინგრედიენტები:

1 ნესვი

1/2 ლიმონის წვენი

2 ს.კ. თხელი თაფლი

2 მანდარინი

1 ფორთოხალი

1 გრეიპფრუტი

1 ვაშლი

1 ბანანი

250 გ ყურძენი

1 პაკეტი შაქრიანი ვანილი

1/4 ჭიქა სქელი ნაღები

მომზადება:

1. ნესვი გაჭერით სიგანეზე და ამოაცალეთ გული. შეურიეთ ერთმანეთს ლიმონის წვენი და თაფლი.

2. მანდარინს, ფორთოხალს და გრეიპფრუტს შემოაცალეთ კანი და დაანაწევრეთ ლებნებად. ვაშლი გაჭერით ოთხად, გამოაცალეთ გული და დაჭერით გრძლად. ბანანი დაჭერით რგოლებად. ყურძნის მარცვლები გაჭერით შუაზე და გამოაცალეთ წიპწა. დაჭერით ნესვის რბილობიც.

3. დაჭრილი ხილი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ ლიმონიანი თაფლი და მოათავსეთ ნესვში. ზემოდან გაანაწილეთ ათქვეფილი ვანილიანი ნაღები და მორთეთ ფორთოხლის ცედრით.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16

Share on Facebook
Facebook
Share this...