მწვანე სუპი

ხორცი დავჭრათ, კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვხრაკოთ ერბოში და ჩავუშვათ ბულიონში; მასთან ერთად ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიახურისა და ოხრახუშის თეთრი ძირები. ცალკე შევამზადოღ მჟაუნისა და ისპანახის ფაფა (ჩავხარშოთ კარგად, რომ ფაფის სახე მიიღოს) და ჩავასხათ სუპში. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი.

თეფშებზე დასხმულ კერძებს დავამატოთ თხელ ფენებად დაჭრილი მაგრად მოხარშული კვერცხი. თუ გვსურს, კვერცხთან ერთად, თითჴეულ თეფშზე დავასხათ თითო სუფრის კოვზი მაწონი ან არაჟანი.

მასალა:

ძროხის ხორცი – 1 კილოგრამი

ხახვი – 2-3 თავი

ერბო – 2 სუფრის კოვზი

ისპანახი – 100 გრამი

მჟაუნა – 100 გრამი

კვერცხი – 2 ცალი

მწვანილის თეთრი ძირები – 100 გრამი

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...