მოხრაკული საქონლის ხორცი ბროწეულით

მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. წვენი, რომელსაც ხორცი გამოყოფს, ცალკე ჭურჭელში გადავწუროთ და შევინახოთ.

ხახვი წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ ხორცს და ერთად მოვხრაკოთ. მერე დავასხათ თავისივე წვენი, დავაყაროთ მარილი, პილპილი და ერთად კარგად მოვშუშოთ. სუფრაზე მიტანის წინ ავურიოთ შიგ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.

მასალა:

საქონლის ხორცი – 1 კილოგრამი

ხახვი – 500 გრამი

ბროწეულის წვენი – 1 ჭიქა

პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...