მოხრაკული, დაკეპილი ხორცი კვერცხით

ძროხის ან ცხვრის გარეცხილი ხორცის რბილი დაჭერი და ხახვი გავატაროთ მსხვილბადიან ხორცსაკეპ მანქანაში. დავასხათ წყალი ან ბულიონი, მოვათავსოთ ტაფაზე და მოვშუშოთ. დავუმატოთ ცხიმი, შევაზავოთ მარილით, პილპილით, დანაყილი წიწაკით და წვრილად დაჭრილი ოხრახუშით, ტარხუნით; ზემოდან დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და როცა შეიწვება, სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ ტაფით.

მასალა:

ძროხის ან ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი

წყალი ან ბულიონი – 4 სუფრის კოვზი

ცხიმი – 2 სუფრის კოვზი

ტარხუნა, ოხრახუში – 2-3 ძირი

კვერცხი – 2 ცალი

პილპილი, ნიორი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...