მოშუშული კარტოფილი ბოსტნეულით

1 კგ გათლილი კარტოფილი, 100 გრ დაფხეკილი სტაფილო, 400 მლ წყალი, 50 გრ თავი ხახვი, 50 გრ მარგარინი, დაფნის ფოთოლი, რამდენიმე მარცვალი პილპილი, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით.

კარტოფილი გავთალოთ, სტაფილო დავფხიკოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად ან პატარა კუბებად, ჩავალაგოთ სქელძირიან ქვაბში, დავასხათ წყალი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ. ხარშვის დასასრულს დავამატოთ შემწვარი ხახვი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი და მოვშუშოთ მზადყოფნამდე.

მზა კერძი გადავიტანოთ თეფშზე ან სინზე, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...