მთელ-მთელი შემწვარი წვრილი თევზი ბროწეულის საწებლით

გამოშიგნული, გარეცხილი წვრილი თევზი დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ. ერთად დავნაყოთ წიწაკა, ნიორი, ქინძი, მარილი, გავხსნათ ბროწეულის წვენში.

შემწვარი თევზი ლანგარზე დავალაგოთ, ზემოდან მოვასხათ ბროწეულის საწებელი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დარჩეული ბროწეულის მარცვლები.

მასალა:

წვრილი თევზი – 1 კილოგრამი

მცენარეული ზეთი – 4-5 სუფრის კოვზი

ქინძი – 5 ძირი

ბროწეული – 4-5 ცალი

ხახვი – 2 თავი

წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...