მაკარონი პომიდვრით

400 გრ სამარხვო მაკარონი, 2,5 ლ წყალი, 50 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, მარილი – გემოვნებით;

250 გრ პომიდორი ან 150 გრ ტომატ-პიურე, 50 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, ოხრახუში ან კამა, შაქარი და მარილი – გემოვნებით.

სამარხვო მაკარონი მოვხარშოთ ჩვეულებრივად (იხ. რეცეპტი #17).

პომიდორი გავრეცხოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვშუშოთ ცხიმიან ტაფაში. მზა პომიდორი შევურიოთ მოხარშულ მაკარონს, კარგად გადავურიოთ, გადავიტანოთ თეფშზე ან სინზე, მოვრთოთ ოხრახუშით ან კამით.

პომიდვრის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ ტომატ-პიურე. ამისათვის იგი დავდოთ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე, გავაცხელოთ, დავამატოთ შაქარი და მარილი – გემოვნებით. შევურიოთ მოხარშულ მაკარონს, კარგად გადავურიოთ, გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით ან კამით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...