ლობიოს ტოლმა

მასალად საჭიროა:

  1. ლობიო – 600 გრ.
  2. ზეთი – 1/2 ჩაის ჭიქა.
  3. ხახვი – 100 გრ.
  4. დაფნის ფოთოლი – 3 ც.
  5. ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი.
  6. შავი პილპილი – 1 ჩაის კოვზი.
  7. კომბოსტო – 1 თავი.
  8. ქინძი – 2 სუფრის კოვზი.
  9. მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:

ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივ. წყალი გადავწუროთ, ლობიოს მარცვლები კი ამოვლესოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 კოვზი უმი, კარგად დანაყული ბრინჯი და ავურიოთ. ავიღოთ თითო კოვზი ამგვარად მომზადებული ლობიოს მასა, შევახვიოთ მდუღარეში ამოვლებულ კომბოსტოს ფოთლებში და ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ 1/2 ჭიქა ზეთი, მოვშუშოთ. ზემოდან დავაწყოთ 3 ც დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ დანაყული შავი პილპილი და მოვასხათ ლობიოს ნახარში. ვადუღოთ 15-20 წუთი. მომზადებისთანავე გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. შეიძლება ცოტა ძმარიც მოვასხათ.

________________________________________

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

>>>>> კულინარია

..

Share on Facebook
Facebook
Share this...