კობრი ნიგვზით და ბროწეულით (3)

კობრს გავაცალოთ ქაცვი, გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად, მოვხარშოთ მარილწყალში. ამოვიღოთ ქაფქირით და დავაწყოთ ლანგარზე.

ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა ერთად დავნაყოთ, გავხსნათ ბროწეულის წვენში, დავამატოთ მარილი, ნახევარი ჩაის ჭიქა თევზის ნახარში წვენი, ავურიოთ და გადავასხათ მოხარშულ თევზს.

მასალა:

კობრი – 1 კილოგრამი

ქინძი – 4 ძირი

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

ნიორი – 2-3 კბილი

ბროწეულის წვენი – 1 ჩაის ჭიქა

მარილი და წიწაკა – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...