კარტოფილის შეჭამანდი ყველით

შემადგენლობა:

1,5კგ.  კარტოფილი, 100გრ.  კარაქი, 200გრ.  გამდნარი ყველი,  2ც. ბულგარული (მწვანე და წითელი), მწვანე ხახვი, 150გრ. გახეხილი ყველი, 1ც. კვერცხი და მარილი.

მომზადება:

კარტოფილი მოვხარშოთ, გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ კარაქი, გამდნარი ყველი, მარილი და მოურიოთ. შემდეგ დავამატოთ უმი კვერცხი,  წვრილად დაჭრილი ბულგარული და ხახვი, გახეხილი ყველი და მოურიოთ. გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და შევდოთ ღუმელში 30წ. 180–200გრადუსზე.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16

Share on Facebook
Facebook
Share this...