კაკალი ლობიო ნიგვზით (1)

მოხარშული ლობიო გადაწურეთ საწურზე (ნახარში წვენი შეინახეთ). ხახვი დაჭერით სიგრძეზე (წვრილ ღერებად). ოხრახუში, ქინძი, ქონდარი წვირად. მოათავსეთ მინანქრის ქვაბში, შეურიეთ დანაყილი ნიგოზი. ზემოდან მოაყარეთ მოხარშული ცხელი ლობიო. ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 10 წუთი. აურიეთ კარგად, შეაზავეთ დანაყილი ნივრით, წიწაკით, მარილით, მიხაკით, დარიჩინით, ხმელი ქინძით და ძმრით. მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და ფრთხილად აურიეთ. თუ სქელი გამოგივიდათ, დაუმატეთ ნახარში წვენი.

მასალა:

ლობიო – 1 კგ.

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა (დანაყილი)

ხახვი – 3-4 თავი (საშუალო)

ნიორი – 4-5 კბილი

ხმელი ქინძი – 1 ჩაის კოვზი

დარიჩინი – 0,5 ჩაის კოვზი

მიხაკი – დანის წვერით

მარილი, წიწაკა, ძმარი – გემოვნებით

ქინძი, ოხრახუში – თითო პატარა კონა

ბროწეული – 1 ცალი

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...